მთავარი გვერდი

აბაათა

აბაათას ციხის სამეკლესიანი ბაზილიკა აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი VI საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ბაზილიკა გეგმაში რთულია. შუა ნავი საგრძნობლად განიერია. საკურთხევლის ღრმა აფსიდი ფასადზე ხუთწახნაგა შვერილის სახით გამოიყოფა, რომელშიც სამი სარკმელია გაჭრილი. გვერდითი ნავების ასევე ნახევარწრიული აფსიდები ფასადზე სწორი სიბრტყით აღინიშნება, თითოეულ მათგანზე თითო სარკმლის ღიობით. სრულად>>>

აბანო

სოფელი აბანო მდებარეობს ქარელის რაიონში, მდინარე ლოპანისწლის ნაპრზე, ქარელიდან 27 კილომწტრის მანძილზე. წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფლის განაპირას, გზის პირზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. გადაკეთებულია XIX საუკუნეში. ძველი ნაგებობიდან გადარჩენილი აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადების ცალკეული მონაკვეთები ნაგებია თლილი ქვის მოზრდილი კვადრებით. სრულად>>>

აბანოსხევი

სოფელი აბანოსხევი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე აბანოსხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) ორივე ნაპირზე, დუშეთიდან 13 კილომეტრის მანძილზე. ეკლესია მდებარეობს სოფელში, ხევის მარჯვენა ნაპირას. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (15 X 7 მ), ნაგებია რიყის ქვით. ძეგლი დანგრეულია, შემორჩენილია სამხრეთ სრულად>>>

აბისი

სოფელი აბისი მდებარეობს მდინარეების ლოპანისწყლისა და ფრონეს შესართავთან, ქარელიდან 15 კილომეტრზე. პირველად მოხსენიებულია 1633 წელს საბუთში, როგორც ავალიშვილების კუთვნილი მამული. 1779 წელს სოლომონ რევაზისშვილისა და გლახა მახვილაძის შორის აბისის მფლობელობის თაობაზე ატეხილი დავა ერეკლე II-მ გლახა მახვილაძის სასარგებლოდ გადაწყვიტა. სრულად>>>

აბუხალო

სოფელი აბუხალო მდებარეობს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ძამის სათავესთან, ქარელიდან 35 კილომეტრის მანძილზე. გამოქვაბულების კომპლექსი მდებარეობს სოფლის დასავლეთით, ფრიალო კლდეზე, რომლის ქვედა სარტყელი დაფარულია წიწვიანი ტყით, ზემოთ კლდე შიშველია, ხოლო მისი წინა მხარე შვეულადაა ჩამოკვეთილი. სრულად>>>

აგარის მონასტერი

ურავლის ხეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი აგარის ნამონასტრალია, რომელიც ახალციხის რაიონში, სოფელ ურავლის ზემოთ მდებარეობს, მთის თხემზე, მდინარის მარჯვენა ნაპირას. აგარაში მიმავალი ბილიკი, რომელიც ვიწრო ხევს მისდევს, მთის ნაკადის აყოლებით, ახლა დაბურულია ხშირი მცენარეულობით. ახლო-მახლო მოსახლეობა არ არის, მონასტერი დიდი ხანი მიტოვებული იყო. სრულად>>>

აგეურთა

ნასოფლარი აგეურთა მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში (ომალოს თემის საკრებულო). კოშკი დგას ნასოფლარის აღმოსავლეთით 3,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. გეგმით კოშკი თითქმის კვადრატულია (3,9 X 3,6 მ), ზემოთკენ შევიწროვებული. ძეგლი ნაგებია ფიქალით. წყობა მშრალია. მესამე სართულის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლები გარედან მიწანარევი სრულად>>>

ავენისი

სოფელი ავენისი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა ნაპირზე, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირას, დუშეთიდან 16 კილომეტრის მანძილზე. წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 100-150 მეტრზე, მდინარე ავენისისხევის მარჯვენა ნაპირზე. კომპლექსში შედის წმ. გიორგის ეკლესია, სამი საცხოვრებელი ნაგებობა სრულად>>>

ავენისის კოშკი

სოფელი ავენისი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა ნაპირზე, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირას, დუშეთიდან 16 კილომეტრის მანძილზე. კოშკი მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 200 მეტრზე. ამჟამად მოქცეულია ჟინვალის წყალსაცავის დატბორვის ზონაში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით სწორკუთხაა (8,6 X 5,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის სრულად>>>

ავკვეთი

სოფელი ავკვეთი მდებარეობს შიდა ქართლში, მდინარე ტანის შენაკად ვერის მარჯვენა ნაპირზე, გორის რაიონში, გორიდან 14 კილომეტრის მანძილზე. ეკლესია დგას სოფლის სამხრეთით, ტყიან მთის ფერდობზე. თარიღდება XI-XII საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (16,8 X 13,7 მ), ნაგებია თლილი ქვით. საპირე ქვა ვარდისფერი და მწვანეა. ნაგებობის შიდა კედლები ამოყვანილია წვრილი ქვით. სრულად>>>

ავლევი

სოფელი ავლევი მდებარეობს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, მდინარე ფრონეს მარჯვენა ნაპირზე, ქარელიდან 22 კილომეტრის მანძილზე. სოფლის აღმოსავლეთით, 1,5 კილომეტრზე, მდინარე ფრონეს მარცხენა ნაპირზე, სასაფლაოზე ეკლესიის ნანგრევებია. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ყოფილა დარბაზული (8,4 X 4,6 მ), ქვიშაქვის უსწორო კვადრებით ნაგები. სრულად>>>

ათნოხი

სოფელი ათნოხი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუდამაყრის არაგვის მარჯვენა ნაპირზე, დუშეთიდან 50 კილომეტრის მანძილზე. კარის ანგელოზის ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით 100 მეტრზე, თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია (5,6 X 3,2 მ) უაბსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლით არის დასრულებული. ნაგებია ნატეხი ქვით და შირიმით. სრულად>>>

აკაურთის ეკლესია

აკაურთის ეკლესია მდებარეობს ბოლნისის რაიონის სოფ. აკაურთაში. ის არის მსხვილი თლილი კვადრატებით ნაშენი ეკლესია (V-VI სს.), რომელსაც აღმოსავლეთით შვერილ-წახნაგოვანი აბსიდა აქვს. როგორც ჩანს, ეკლესიის ნავი სვეტებით იყო დანაწევრებული. შემორჩენილია რამდენიმე რელიეფური გამოსახულება. აკაურთა ქვემო ქართლის უძველესი სოფელია. სრულად>>>

აკუშო

სოფელი აკუშო მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის თემის შემადგენლობაში, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდებზე, მდინარე აკუშოსხევზე (ხევსურეთის არაგვის მარცხენა შენაკადი), დუშეთიდან 44 კილომეტრის მანძილზე. კოპალას ჯვარი კომპლექსი, მდებარეობს სოფლის ზემოთ, მთის ფერდობზე. კომპლექსში შედის დარბაზი, საკოდე, საქვაბე სრულად>>>

ალავერდი

ალავერდის კომპლექსი მდებარეობს კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ალავერდსი სამხრეთ-აღმოსავლეთით - 200 მეტრზე. კომპლექსში შედის ტაძარი. გალავანი, სამრეკლო, პალატი, სასახლე, მარანი და აბანო. ალავერდში წმ. გიორგის სახელობის ეკლესია VI საუკუნის შუა წლებში ააგო ერთმა ასურელმა მამათაგანმა სრულად>>>

ალექსანდრესწყარო

სოფელი ალექსანდრესწყარო მდებარეობს ხაშურის რაიონში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ხაშურიდან 7 კილომეტრის მანძილზე. ძამას ეკლესია დგას სოფლიდან 5-6 კილომეტრში, ნასოფლარ ძამას სამხრეთ-დასავლეთით სასაფლაოზე, ფიჭვნარში. ეკლესია დარბაზულის (8,3 X 5 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. სრულად>>>

ალი

სოფელი ალი მდებარეობს ხაშურის რაიონში, მდინარე ჭერათხევის ნაპირზე, ხაშურის ჩრდილო-აღმოსავლეთით 25 კილომეტრის მანძილზე. ალი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გასაყარზე მდებარეობდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის სავაჭრო-ეკონიმიკურ ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო XII საუკუნეში მის გაქალაქებას. ქალაქს ჩრდილოეთიდან სრულად>>>

ალისგორი

ნასოფლარი ალისგორი მდებარეობს თუშეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში (ომალოს თემის საკრებულო). კოშკი დგას ნასოფლარის განაპირას, აღმოსავლეთით, ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. შენობა ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროებული. გეგმით თითქმის კვადრატს უახლოვდება (6,6 X 6 მ). ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: სრულად>>>

ამამლო

დმანისის რაიონის სოფელ ამამლოს სამხრეთით, 1 კმ-ზე, ძველი ნამოსახლარია, გალავანშემორტყმული XII საუკუნის ეკლესიითა და მცირე სასაფლაოთი. ეკლესია, როგორც კედლის წყობით, ისე მორთულობით, ადგილობრივი სამშენებლო ტრადიციებიოს გამომხატველია. იგი წარმოადგენს ერთნავიან დარბაზულ ნაგებობას, აღმოსავლეთ მხრიდან აქვს სწორკუთხედში მოქცეული ნალისებრი აფსიდი. სრულად>>>

ამილახვრების ციხე-დარბაზი

შიდა ქართლში, მდინარე ლეხურას შუა წელში, ვაკეზე, კასპის რაიონში, სოფელ ქვემო ჭალაში, მდებარეობს ვრცელი ანსამბლი. ანსამბლი შედგება სამი კომპლექსისაგან: მთავარი ციხე-დარბაზი (გალავანი კოშკებით, ეკლესია, კოშკი სამრეკლო, სასახლე), მეორე ციხე დარბაზი (გალავანი კოშკებით, სასახლის ნანგრევები) და ამირინდო ამილახვრის ციხე-დარბაზი. სრულად>>>

 
1
>